"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ მისი გადაყვანა უცხოეთში უნდა მოხდეს.
როგორც ხაბეიშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციის დროს განაცხადა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უნდა დადგეს სწორ მხარეს და ხელი შეუწყოს ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას.
,,სალომე ზურაბიშვილი უნდა დადგეს სწორ მხარეს. საუბარია სააკაშვილის მკვლელობაზე, მას ყავს უამრავი მხარდამჭერი", -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში ორბელიანის სასახლესთან აქცია "სიცოცხლისთვის" იმართება, სადაც შეკრებილები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხონით მიმართავენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press