საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან,- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ნედ პრაისის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტს,დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას.დასმულ კითხვაზე იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან რეგიონში ბოლო მოვლენებისა და რუსეთის აგრესიის ფონზე,პრაისი ამბობს, რომ პუტინის მისწრაფებები რეგიონში ნათელია.
"ჩვენ ყოველთვის ვუკავშირდებით ჩვენი საელჩოს, განყოფილების მეშვეობით რეგიონში ჩვენს პარტნიორებს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს შესაძლოა ჰქონდეს მისწრაფებები, განახორციელოს აგრესია რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჩვენ ამის საპასუხოდ ვაჩვენებთ, თუ როგორ ვაძლევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმას, რაც მათ სჭირდებათ, რათა იყვნენ ეფექტური რუსული აგრესიის ამ საშინელი მაგალითის წინააღმდეგ - ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მხარს უჭერენ პარტნიორ ქვეყნებს რეგიონში,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press