რუსეთმა აღიარა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში გამარჯვების აღლუმის გამართვას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სერგეი კირიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისაა, აპრილის ბოლოს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშლინმა განაცხადა, რომ დაბომბვის საფრთხის გამო გამარჯვების აღლუმი და 9 მაისს უკვდავი პოლკის მარში არ ჩატარდებოდა.
„გამარჯვების დღეს დონეცკსა და ლუგანსკში აღლუმი ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ ეს დრო მალე მოვა“,- განაცხადა კირიენკომ.
ამავდროულად, დამპყრობლები მარიუპოლში 9 მაისის აღსანიშნავად მზადება დაიწყეს. დამპყრობლებმა დააგეს თავიანთი „რუსეთის მხარდაჭერის სიმბოლო“ - ძეგლი „ბებია საბჭოთა კავშირის დროშით“.
შეგახსებევთ, რომ სახელმწიფო მოღალატე გალინა დანილჩენკომ, რომელიც საკუთარ თავს ოკუპირებული მელიტოპოლის მერს უწოდებს, განაცხადა, რომ 9 მაისის მასშტაბურსი აღნიშვნისთვის ემზადებოდა.
9 მაისის პატივსაცემად აღლუმი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში პირველად 2014 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press