Foto

კელი დეგნანი სააკაშვილზე - მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს ომბუდსმენის რეკომენდაციებს

მოვუწოდებ მთავრობას გაიაზროს და გაითვალისწინოს ომბუდსმენის რეკომენდაციები, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალსიტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა მოინახულოს კვალიფიციურმა პროფესიონალმა ექიმებმა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებას. ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ, რომ ის მოინახულოს კვალიფიციურმა პროფესიონალმა ექიმებმა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს, ასევე ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სერიოზულად მიუდგეს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, იმიტომ, რომ სახალხო დამცველის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება " - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ,რომ ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდოგმარეობა მძიმეა, რაც საჭიროებს დროულ რეაგირებასა და მკურნალობას.