Foto

ისრაელი - პუტინმა ლავროვის ანტისემიტური კომენტარის გამო ბოდიში მოიხადაy

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ანტისემიტური კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა. - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთსა და ისრაელს შორის პრობლემა გადაჭრილია.

"პრემიერმინისტრმა მიიღო პრეზიდენტი პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარსთვის და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევით გამოხატვისთვის". – წერია ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა სერგეი ლავროვის ანტისემიტისტური განცხადების გამო გამწვავდა.