კარგი, კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან. - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, გერმანიის ლიდერობა მნიშვნელოვანია.
" კარგი, კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, ბატონ შტაინმაიერთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ველოდებით მის გაძლიერებას.
გერმანიის ლიდერობა მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის დასაძლევად. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტის ხაზზე მიმდინარე სიტუაციის და მარიუპოლში კრიტიკული ვითარების შესახებ." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press