რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელის პრემიერმინისტ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, რია ნოვოსტი ავრცელებს.
მათივე თქმით, პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უბრძანოს მის მებრძოლებს, რომლებიც აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, დაყარონ იარაღი და დანებდნენ.
"რაც შეეხება აზოვსტალში დარჩენილ ბოევიკებს, კიევის ხელისუფლებამ უნდა მისცეს მათ იარაღის დაყრის ბრძანება".- ნათქვამი განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press