Foto

არესტოვიჩი - უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში რუსული ჯარები "უკუაგდეს"

უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში რუსული ჯარები "უკუაგდეს" . - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის.

"შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე და ჩვენმა დამცველებმა უკუაგდეს".  - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.