ევროკავშირმა უნდა შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება, ის აღარ არის სანდო პარტნიორი,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა და სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ამასთან კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით უნდა გადაწყდეს მოიგო თუ არა ომი უკრაინამ, მან თქვა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.
„ევროკავშირს არ შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის გადარიცხვა რუსეთში, მისი ღირებულებების გათვალისწინებით", - განაცხადა ლაიენმა.
გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და ევროკავშირის მიერ მიღებული აუცილებელი სანქციები იმაზე ბევრადმეტია, ვიდრე სტრეს-ტესტი ქვეყნების ეკონომიკისთვის.
შეგახსენებთ, მანამდე ლაიენმა უკვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ მეექვსე პაკეტის დაწესებისთვს ემზადება, სადაც რუსული ნავთობის სრული აკრძალვა იგეგმება. ნედლი ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად 2022 წლის ბოლომდე შეწყდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press