Foto

ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხნიდან მოსახლეობის ევაკუაცია ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით ჩაშალეს - არის მსხვერპლი

რუსმა დამპყრობლებმა დაარღვიეს მარიუპოლში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ჩაშალეს. ამის შესახებ „აზოვის“ პოლკი იტყობინება.

პოლკის ცნობით, დამპყრობლებმა ცეცხლის შეწყვეტის დროს გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და ევაკუაციის მანქანას დაუმიზნეს. 

„ეს მანქანა ქარხნის ტერიტორიიდან მათი ევაკუაციის მიზნით მოძრაობდა მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. სროლის შედეგად დაიღუპა 1 ჯარისკაცი და დაიჭრა 6. მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ ასრულებს უსაფრთხოების გარანტიებს. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 4 მაისს, აზოვის პოლკის მეთაურმა, ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ თქვა, რომ აზოვსტალში სიტუაცია უკიდურესად მძიმე იყო, მაგრამ მარიუპოლის დამცველები აგრძელებდნენ. 

მისი თქმით, უკვე მეორე დღეა, რაც მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგადაც მძიმე სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს.

დღეს კი,"აზოვსტალის" ზოგიერთ რაიონში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა  განაახლა თავდასხმის ოპერაციები  ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის მიზნით.