დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში. - ამის შესახებ ინფორმაციას სქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე თქმით, წერილში დონალდ ტუსკი დაპატიმრებულ ექსპრეზიდენტს მაისის ბოლოს პარტიის ყრილობაზე იწვევს და სიტყვით გამოსვლას სთავაზობს.
"მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია. არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მეგობრები ითხოვენ მისთვის ადეკვატურ მკურნალობასა და სათანადო დახმღებას, რადგან გადარჩეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press