Foto

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვირტუალურ შეხვედრას გამართავს G7-ის ქვეყნებთან და უკრაინის პრეზიდენტთან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვირტუალურად შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და მის G7 კოლეგებს კვირა დილით G7-ის ფორუმის შეხვედრის დროს. - ამის შესახებ ინფორმაციას უშიშროების საბჭო.

მისივე თქმით, მთავარი თემა რუსეთისთვის სანქციებისბდაწესება იქნება.

„კვირას დილით, პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას G7 ვირტუალურ ლიდერთა შეხვედრაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გერმანიის კანცლერი შოლცი. ლიდერებს შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, შეხვედრის დღის წესრიგში სანქციები იქნება.“, - განაცხადა NSC-ის სპიკერმა. 

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.