Foto

აშშ უკრაინისთვის დამატებით $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე თქმით,  დახმარების ახალი პაკეტი $150 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს.

"აშშ უკრაინის მამაცი მოსახლეობის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან ისინი რუსეთის აგრესიისგან საკუთარ ქვეყანას იცავენ". -  თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.