Foto

ნინო წილოსანი - ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, არ მახსენდება

ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ჟურნალისტის კითხვას, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მართველმა პარტიამ პუტინი კრიტიკულად მოიხსენიეს. 

წილოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან, ოკუპაციის გარდა, არცერთი შეურაცხყოფა არ ახსენდება. 

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ნამდვილად, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება",- განაცხადა წილოსანმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.