ვერცერთი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მის ახალ მიმართვაში ამბობს, რომელიც ხსოვნისა და შერიგების დღისთვის ჩაწერა.
ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქში, ბოროდიანკაში ცხრასართულიანი შენობის ფონზე დგას და სვამს კითხვას: "შეიძლება თუ არა გაზაფხული შავ-თეთრი გახდეს?"
"წელს ჩვენ სხვანაირად ვამბობთ „აღარასდროს“. „არასდროს“ სხვანაირად გვესმის. ჟღერს მტკივნეულად, სასტიკად. ძახილის გარეშე, მაგრამ კითხვის ნიშნით. თქვენ ამბობთ: აღარასოდეს? უთხარი უკრაინას ამის შესახებ. მარადიული პატივი ყველას, ვინც ნაციზმს ეწინააღმდეგებოდა! მარადიული ხსოვნა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს!", - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ "ვერცერთი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში". მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები არ განმეორებულიყო, მაგრამ "სხვაგვარად მოხდა და ეს უსამართლოა ყველასთვის".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press