დიდი ბრიტანეთი, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისათვის, დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს (1,60 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ბორის ჯონსონის ახალი დახმარების პაკეტი თითქმის აორმაგებს ბრიტანეთის წინა ვალდებულებებს უკრაინაზე. როგორც მთავრობამ აღნიშნა, ეს არის ერაყისა და ავღანეთის ომის შემდეგ, კონფლიქტზე დახარჯული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
"პუტინის სასტიკი ომი არამხოლოდ უკრაინას ანადგურებს, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში" - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press