ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთის ლიდერს, ნაციზმზე გამარჯვების დღეს დაასრულოს ომი უკრაინაში. მან გერმანულ გაზეთ Die Welt-ს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებდა 9 მაისის გამოსვლას დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატოს გასაკრიტიკებლად.
„მოველით, რომ პუტინი 9 მაისს კვლავ გაავრცელებს სიცრუეს ნატოზე და მთლიანად დასავლეთზე ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლების გამოყენებაში“, - განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ნატო აგრესიულად მოქმედებს და ამტკიცებს, რომ ეს არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც შექმნილია მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების მხარდასაჭერად.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press