Foto

რუსმა სამხედროებმა აზოვსტალზე შტურმი განაახლეს

რუსულმა ჯარებმა  მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე შეტევა მას შემდეგ განაახლეს, რაც გაეროს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram- ზე განაცხადა .

"როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც გაეროს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა, ოკუპანტებმა დაიწყეს აზოვსტალის შტურმი. კერძოდ, ისინი წარუმატებლად ცდილობდნენ გაერღვიათ ხიდი, რომელიც ევაკუაციის კარიბჭე იყო", - თქვა მან.

3 მაისს რუსმა დამპყრობლებმა შეტევა დაიწყეს აზოვსტალზე და ცდილობდნენ ქარხანაში შეჭრას რამდენიმე ადგილიდან.7 მაისს აზოვსტალიდან ყველა ბავშვის, ქალისა და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.