ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტის იგორ ბეძაის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 2022 წლის 7 მაისს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი, საზღვაო ძალების მე-10 საავიაციო ბრიგადის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი დაიღუპა.
Return Alive Foundation-ის დირექტორის ტარას ჩმუტის თქმით, მფრინავი რუსული გამანადგურებელი რაკეტიდან Mi-14 საზღვაო შვეულმფრენის ეკიპაჟის შემადგენლობაში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. „ის გარდაიცვალა ცაში, რომელიც უყვარდა და იცავდა", - წერს ჩმუტი.
გარდა ამისა, როგორც ტარას ჩმუტი აღნიშნავს, იგორ ბეძაის ხელმძღვანელობის წყალობით მათ საზღვაო ავიაციის შენარჩუნება შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მე-10 საზღვაო საავიაციო ბრიგადა გახდა შეიარაღებული ძალების ერთადერთი ქვედანაყოფი, რომელმაც მოახერხა ანექსირებული ნახევარკუნძულიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა. ოპერაცია ბეძაის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press