ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
მისივე თქმით, ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ.
" ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე, არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, რომ შევძლებთ!
ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: "მშვიდობა თუ თავისუფლება", რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა!" - განაცხადა ზურაბიშვილმა..
შეგახსენებთ, რომ ევროპის დღესთან დაკავშირებით დღეს ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა რომელმაც აღნიშნა რომ უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press