ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვედრის გაგრძელება დღეს თავშესაფარში მოუწიათ. - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური პირი ავრცელებს.
მათივე თქმით, რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
„მონაწილეები იძულებული გახდნენ. შეხვედრა შეეწყვიტათ, რათა თავი შეეფარებინათ, რადგან რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა" - განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press