ვვარაუდობდით, მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა გაცილებით მეტია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ფორმულასთან ინტერვიუს დროს ავრცელებს.
მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს თვლის მსხვერპლად, უკავშირდებიაბ და ამის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
" ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს თვლის მსხვერპლად, გვიკავშირდება და ამის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. დღეის მონაცემებით, ოფიციალურად ასეთი 43 000 ადამიანია დაფიქსირებული. ყველა მონაცემს ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო დანაშაულების ეპიცენტრი იყო კიევის ოლქში. მე ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა იქ და აღვწერეთ ყველაფერი დეტალურად. ჩვენ გვიკავშირდებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, მაგალითად - ხერსონიდან და შემიძლია გითხრათ, რომ იქაც საკმაოდ რთულადაა ვითარება. რაც შეეხება მარიუპოლს, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ იქ 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ რეალური ციფრი გაცილებით მეტია. სატელიტის მეშვეობით ვაკვირდებით მარიუპოლს და ვხედავთ, თუ როგორ ასუფთავებენ მარიუპოლს და გამოჰყავთ გარდაცვლილები." - განაცხადა დენისოვამ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press