ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს იმგვარ კლინიკაში გადაყვანას, სადაც მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას.
"ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში, სადაც მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ვაკვირდებით სიტუაციას და უშუალოდ კონტაქტზე ვართ ჩვენს მოქალაქესთან",-განაცხადა ლუდმილა დენისოვამ ფორმულასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა და საჭიროებს დროულ და ადეკვატურ მკურნალობას.
ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ა...
არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
Mana press