უკრაინის ქალაქ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო თითქმის მთლიანად განადგურდა, დაიღუპა ერთი ადამიანი დაიჭრა ხუთი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
რეგიონული სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 1000 კვ.მ ფართობზე გაჩენილი ხანძარი მაშველებმა სამ საათში ჩააქრეს. ხანძრის ჩაქრობაში ათი ერთეული ტექნიკა და 53 ადამიანი მონაწილეობდა.
"რაკეტამ სავაჭრო ცენტრის უკანა სახურავი გაარღვია და უკანა ეზოში ჩავარდა. მაქსიმალური ზიანი მიიღეს შემდეგმა მაღაზიებმა: Auchan, Decathlon და LC Waikiki, ასევე დაზიანდა გენერატორისა და საქვაბე ოთახის შენობა.სწორედ ამ ადგილზე იყო სტაციონარული დაცვის პოსტი, სადაც, საბედნიეროდ, არავინ იმყოფებოდა, არის მსხვერპლი, თუმცა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია."- იტყობინება უკრაინული მედია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press