ბელარუსი უკრაინის სამხრეთ საზღვართან სპეციალურ ძალებს განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბის უფროსი, ვიქტორ გულევიჩი ავრცელებს.
გენერალური შტაბის უფროსის თქმით, სპეციალური ძალების ქვედანაყოფები სამი ტაქტიკური მიმართულებით განლაგდება.ოფიციალური მიზეზი უკრაინელების მიერ ბელარუსის საზღვართან 20 000 კაციანი ჯარის შექმნაა, რასაც ბელარუსისგან „პასუხი სჭირდება".
"უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოპერაციულ ზონაში შექმნილია ჯგუფი, 20 000-მდე ადამიანის საერთო რაოდენობით, რაც ჩვენგან საპასუხო რეაქციას მოითხოვს. ბელარუსის რესპუბლიკის სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სპეცოპერაციების ქვედანაყოფები განლაგებულია სამი ტაქტიკური მიმართულებით,"- აცხადებს გულევიჩი.
როგორც ცნობილია,რუსეთის უახლოესმა მოკავშირემ, ბელორუსმა მარტში განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ომში არ მონაწილეობდნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press