უკრაინამ ბაირაქტარის დრონებით წარმატებით შეუტია რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.
დახვერვის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსულმა საზღვაო ძალებმა გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული.
ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აცხადებს, რომ ზმეინის კუნძულზე ბრძოლები გრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს გაზარდოს ძალები და დაიბრუნოს კონტროლი.
მათივე შეფასებით, თუ რუსეთი ზმეინის კუნძულზე სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის ძალებსა და სასაზღვრო ფრთოსანი რაკეტებს მოაბილიზებს, მან შესაძლოა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უპირატესობა მოიპოვოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა Bayraktar TB2-მა სერნას პროექტის რუსული სადესანტო ხომალდი ოკუპირებული ზმეინის კუნძულის სანაპიროზე თავდასხმის შედეგად გაანადგურა. იქამდე კი, 6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press