ყველა ქალაქში, სადაც რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები ფიქსირდება, მოლაპარაკების გამართვის სურვილი ქრება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ამასთან მას სურს აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სანამ ომის დასრულება შესაძლებელი იქნება.
„ყოველ ახალ ბუჩასთან, ყოველ ახალ მარიუპოლთან, ყოველ ახალ ქალაქთან, სადაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე იხოცება, გაუპატიურების შემთხვევები და ახალი ყოველი ახალი დანაშაულის შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი იკარგება, ისევე როგორც ამ საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენკიმ განაცხადა, რომ როგორც კი უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს, რაც მას ეკუთვნის, ომიც მაშინ დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებები სრულად შეეწყვიტა, მიზეზი კი ტყვედ ჩავარდნილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების მკვლელობა იქნებოდა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ჩიხში იყო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press