ამ სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავრცელებს.
მისივე თქმით, გამოცდები წარიმართება სრულად არადისტანციურად.
" საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ში სწავლა 2 მაისიდან სრულად აუდიტორიებში აღდგა,ვრასაც ატუდენტების აქტიური პროტესტი მოყვა, მათ შორის ითხოვდნენ რექტორთან შეხვედრასაც
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press