წარმოუდგენელია მოლაპარაკებები მაშინ როცა ყოველდღე ახალი ბუჩა ჩნდება - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ყოველდღე უფორ იზრდება სისასტიკის სიმძაფრე.
" ყოველ ახალ ბუჩასთან, ყოველ ახალ მარიუპოლთან, ყოველ ახალ ქალაქთან ერთად, სადაც ათეულობით მკვდარი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველ ახალ სისასტიკესთან ერთად, მოლაპარაკების სურვილი და შესაძლებლობა ქრება, ისევე, როგორც ამ საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა." - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press