Foto

ბაიდენი - ამერიკა სახლში ფასების ზრდას ებრძვის, ხოლო საზღვარგარეთ კვებავს მათ, ვინც რუსული სისასტიკის გამო მშიერი დარჩა

მერიკა ორ ფრონტზე იბრძვის სახლში, ეს არის ინფლაცია და ფასების ზრდა. საზღვარგარეთ, ის ეხმარება უკრაინელებს დაიცვან ჩვენი დემოკრატია და კვებავს მათ, ვინც მშიერი დარჩა მთელ მსოფლიოში, რუსული სისასტიკის გამო,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის სისასტიკის გამო  მილიონობით ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება, რადგან უკრაინაში  რუსეთის შეჭრის გამო  მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტია შეჩერებული.

"თუ ეს მარცვლეული არ მოხვდება ბაზარზე, აფრიკაში ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილით მოკვდება, რადგან ისინი არიან აფრიკის მრავალი ქვეყნის ერთადერთი მიმწოდებელი,“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ფერმერებს  და მათ "ქვეყნის ხერხემალი უწოდა". მან აღნიშნა, რომ პუტინის ომმა შეწყვიტა საკვების მნიშვნელოვანი წყაროების ექსპორტი.

 უკრაინა არის ხორბლის, სიმინდისა და მცენარეული ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მოხსენების თანახმად, რუსეთის შეჭრამ ხელი შეუწყო ისტორიულ შოკს სასაქონლო ბაზრებზე , რაც გლობალურ ფასებს 2024 წლის ბოლომდე მაღალ დონეზე შეინარჩუნებს.
გასული თვის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სურსათზე ფასები წელს 22.9%-ით გაიზრდება, რაც  ხორბლის ფასის 40%-ით ზრდით არის გამოწვეული.

ბაიდენმა თავის გამოსვლაში დაარწმუნა საზოგადოება, რომ  ამერიკული სოფლის მეურნეობის ექსპორტი უკრაინის მარაგებში არსებულ დეფიციტს შეავსებს.