გერმანული საწარმოო კონგლომერატი Siemens აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის ბაზარს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, ისინი უერთდებიან საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინაში ომის დაგმობაში.
„ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის ომის დაგმობაში და ორიენტირებული ვართ ჩვენი ხალხის მხარდაჭერასა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე.“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
გარდა ამისა, კორპორაციამ განაცხადა, რომ მან დაიწყო „პროცესები თავისი სამრეწველო ოპერაციების და ყველა სამრეწველო ბიზნეს აქტივობის შესამცირებლად".
ამასთან აღსანიშნავია, რომ Siemens იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც შეაჩერა ყველა ახალი ბიზნესი და საერთაშორისო მიწოდება რუსეთში, სანამ აფასებდა სიტუაციას ქვეყანაში თავისი 3000 თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის გამო ამოქმედებული საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსეთის ბაზარი უკვე არაერთმა მსხვილმა კომპანიამ დატოვა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press