ფინეთს ნატო-ში თბილად მიესალმებიან, გაწევრიანების პროცესი მშვიდი და სწრაფი იქნება - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგი თვლის, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ორივე მხარის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
„მივესალმები პრეზიდენტ ნიინისტოსა და პრემიერ მინისტრ მარინის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას დაუყოვნებლად. ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის მიღებას, მას თბილად მიესალმებიან ნატოში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი. ფინეთი ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ევროკავშირის წევრი და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი“, - განაცხადა მან.
ევროპელი დიპლომატები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ფინეთი სწრაფად შეუერთდეს ალიანსს მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, რადგან ის ათწლეულების განმავლობაში ყიდულობს სამხედრო ტექნიკას, რომელიც მის დასავლელ მოკავშირეებთან , მათ შორის აშშ-სთან თავსებადია და წევრობისთვის საჭირო მრავალ რიტერიუმს აკმაყოფილებს.
ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას ექნება როგორც პრაქტიკული, ისე სიმბოლური შედეგები რუსეთისთვის და დასავლური ალიანსისთვის.
შეგახსენებთ, რომ ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი დღეს გამოთქვა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press