Foto

შარლ მიშელი - გლობალური უსაფრთხოება საფრთხეშია, ატომური იარაღის მქონე სახელმწიფო უკრაინას უტევს

გლობალური უსაფრთხოება საფრთხეშია,- აცხადებს ევრიპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმას მემორიალს ეწვია და განაცხადა, რომ მორიალი  საერთაშორისო ატომური წესების გაძლიერების აუცილებლობის მკვეთრი შეხსენება იყო.

"გლობალური უსაფრთხოება საფრთხეშია. რუსეთი, ატომური იარაღის მქონე სახელმწიფო  სუვერენულ სახელმწიფო უკრაინას უტევს, ამასთანავე  სამარცხვინო და მიუღებელ განცხადებებს აკეთებს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ,“- აცხადებს შარლ მიშელი.

1945 წელს ამ ქალაქში პირველი ატომური დაბომბვა მოხდა. შარლ მიშელმა ვიზიტის ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.