Foto

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჩრდილოეთ გერმანიაში G7 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, ბორელმა აღნიშნა, რომ ბლოკის დახმარებ, რომლიც დაახლოებით 2 მილიარდ ევროს მიაღწევს, მძიმე იარაღისს შესაძენასად გამოიყოფა.

„ახალი იმპულსი სამხედრო მხარდაჭერისთვის.მეტი ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკური სანქციებით, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელებითა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ", - განაცხადა ბორელმა.

გარდა ამისა, ბორელის თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში მოხდება რუსულ ნავთობზე ემბარგოს შესახებ შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბორელმა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე სრულ ემბარგოსა ან ტარიფების გაზრდაზე.