Foto

ლავროვი - სამხრეთ კავკასია მშვიდობისა და კეთილდღეობის ზონად უნდა გადავაქციოთ

სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ზონად უნდა გადავაქციოთ- განაცხადა  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ზერბაიჯანისა და სომხეთის კოლეგებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ლავროვის თქმით,რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებით, ასევე ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ზონად“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა სომხეთთან „დაიწყოს მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე“. მან ისაუბრა „საკმაოდ ინტენსიური კონტაქტების“ შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე. მისი აზრით, ეს პროცესი უახლოეს მომავალში შეიძლება დაიწყოს.