გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, სატელეფონო საუბარი გამართეს.
შოლცმა სოციალურ ქსელში დაადასტურა ზარი და თქვა, რომ ის პუტინს უკრაინაში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის განცხადებები, რომ ნაცისტები ხელმძღვანელობენ ქვეყანას - "მცდარია".
„მე მას ასევე ვაცნობე რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ სურსათის მიწოდების გლობალურ სიტუაციაზე“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.
როგორც კრემლი იუწყება, პუტინმა უთხრა გერმანიის ლიდერს, რომ კონფლიქტის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მთავრობამ "არსებითად დაბლოკა" და მოსკოვი უკრაინაში „ნაცისტურ იდეოლოგიას“ ებრძვის.
გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზარი 75 წუთს გაგრძელდა. ცეცხლის შეწყვეტის სწრაფად განხორციელების გარდა, შოლცმა მოუწოდა პუტინს სწრაფად „გააუმჯობესოს ჰუმანიტარული სიტუაცია ადგილზე და მიაღწიოს პროგრესს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაში“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press