უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი: ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო, მსოფლიო ლიდერებს მიმართავენ, რათა უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარონ. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.
უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტების განცხადებით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ხალხის განადგურებას რუსეთი პუტინის ბრძანებით, ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს.
„ჩვენ, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო - უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტი - მივმართავთ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას, ჩინეთს, თურქეთს და სხვებს, ასევე გაეროს.
ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ თქვენგანს შეუერთდეს გმირი უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას ათობით მილიონი უკრაინელი იმედით გიყურებს და ცივილიზებული სამყაროს ყველა ხალხი მადლიერებით შეაფასებს თქვენს წარმატებულ შუამავლობას“,-წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ რაშისტების ასეთი შემაძრწუნებელი სისასტიკე უკვე ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას მოკლებულია. მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია რუსეთის მიერ, რომელიც ახლა თავისი დანაშაულის კვალი დამალვას ცდილობს.
ამასთან ერთად, მათ ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისა და დამცველების გამბედაობამ არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა.
„აზოვის ბატალიონი, ჩვენი საზღვაო ქვეითები, ჩვენი მესაზღვრეები უკვე შევიდნენ ისტორიაში, რადგან მათი სამხედრო წარმატება უპრეცედენტოა. და ესენი არიან ჩვენი ეროვნული გმირები, ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ არის რუსების სისხლიანი შურისძიების და შურისძიების მცდელობა მათზე, ვინც, მართალია გარშემორტყმული იყო, მაგრამ სულის სიმტკიცით და ნებისყოფით დაამარცხა ისინი“,-აღნიშნულია განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press