ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე თქმით, დიდი ოცნების საფუძვლები ახლა იწყება.
„შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი - პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“. - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი და რუსეთი "დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, "ერთხელ და სამუდამოდ" გაერთიანდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქტიურსდ ავრცელებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press