უკრაინის აღმოსავლეთით, დაცულ ტერიტორიებზე მდგომარეობა კატასტროფულია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
მისივე თქმით, ხერსონის რეგიონში ტყეები აპრილის შუა რიცხვებიდან იწვის.
" ლი არმია ანადგურებს უნიკალურ ნაკრძალს - Кинбурнская коса, ნახევარკუნძულს, რომელიც მიკოლაევის ოლქში მდებარეობს. მას ხერსონის ოლქი ესაზღვრება. ხერსონის რეგიონში ტყეები აპრილის შუა რიცხვებიდან იწვის. ტერიტორია დროებით ოკუპირებულია, რის გამოც უკრაინულ მხარეს ცეცხლის ჩაქრობა უჭირს" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press