თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ?! - ამის შესახებ ინფორმაციას ალექსეი არსეტოვიჩი ავრცელებს და " ქართულ ოცნებას" მიმართავს.
მისივე თქმით, რა შანსები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი არ ვიცი, არ ვიცნობ მათ შესაძლებლობებს, ვერ გეტყვით.
" "17 ივლისს, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი გამოაცხადეს. ჩემი შეხედულებით ეს უკრაინაში გასამართი დიდი რეფერენდუმის სამზადისი იქნება. დააკვირდებიან რა შედეგებს მოიტანს და გამოუვათ თუ არა პატარა რეფერენდუმის ჩატარება. ამასთან ეს იქნება პატარა გამარჯვება. რაღაცა ხომ უნდა გამოაცხადონ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან რიტორიკული შეკითხვა მაქვს. თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ და იტყვით როგორი თავხედი ვარ?! სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი, უკრაინაში, კერძოდ კი ხარკოვში ან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩასატარებელი რეფერენდუმების სამზადისი იქნება. ნახავენ ოსური მაგალითი თუ გამოვა. თუ არ გამოვიდა, მაშინ უკან დაიხევენ. უყვართ მსგავსი მოქმედებები. ჯერ ინფორმაციას ავრცელებენ, შემდეგ თანამდებობის პირები ავრცელებენ. მოკლედ რეაქციას აკვირდებიან. ახლა რეფერენდუმის თემა ააგორეს, ნახავენ რა გამოვა. რა შანსები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი არ ვიცი, არ ვიცნობ მათ შესაძლებლობებს, ვერ გეტყვით." - განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press