იტალიაში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა. ქვეყანას ევროვიზიაზე ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით "stefania" წარადგენდა.
40 ქვეყნის ეროვნული ჟიურისა და მაყურებლის დაჯამებული ხმებით, უკრაინამ 631 ქულა მიიღო. მეორე ადგილი კი დიდმა ბრიტანეთმა - 466 ქულით დაიკავა.
მომავალი ევროვიზიის მასპინძელი სწორედ უკრაინა იქნება.
პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ჩეხეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, სომხეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ბელგია, საბერძნეთი, ისლანდია, მოლდოვა, შვედეთი, ავსტრალია, პოლონეთი, სერბეთი და ესტონეთი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press