Foto

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა

იტალიაში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა. ქვეყანას ევროვიზიაზე ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით "stefania" წარადგენდა.

40 ქვეყნის ეროვნული ჟიურისა და მაყურებლის დაჯამებული ხმებით, უკრაინამ 631 ქულა მიიღო. მეორე ადგილი კი დიდმა ბრიტანეთმა - 466 ქულით დაიკავა.

მომავალი ევროვიზიის მასპინძელი სწორედ უკრაინა იქნება. 

პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ჩეხეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, სომხეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ბელგია, საბერძნეთი, ისლანდია, მოლდოვა, შვედეთი, ავსტრალია, პოლონეთი, სერბეთი და ესტონეთი.