უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლი 38 წლის რატი შურღაიაა.
როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას 11 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press