Foto

თინა ხიდაშელი გვარამიაზე - ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე, რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის

არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე, რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის. - ამის შესახებ ინფორმაციას თინა ხიდაშელი ავრცელებს.

მისივე თქმით, ყოველგვარი დებატის გარეშე ამ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც.

" ყოველგვარი დებატების გარეშე, ამ საქმეში არ არასებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც კი. 
1. ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის! 
2. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, textbook პილიტიკური დევნა!
3. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წარმატებული თამაშის გაგრძელება მორიგ ჯერზე დიდი მახვილით განგმიროს ქვეყანაში პოლიტიკური, თემატური დისკუსია და პოლარიზაციის მორიგ ჭაობში გადათხლიშოს ქვეყანა საიდანაც მხოლოდ თვითონ გამოდის გამარჯვებული! 
4. ევროკავშირის კანდიდატის კენჭისყრის წინ ეს არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი მცდელობა შეფერხდეს ქვეყნის წინსვლა! გილოცავთ ქართული ოცნების მრევლს, სწორედ ეხლა როდესაც ბრიუსელში კენჭისყრაა კარს მომდგარი ასეთი მასშტაბის პოლიტპატიმრის შეძენას " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.