სახალხო დამცველის შეფასებით ვიტყოდი, რომ დადგა კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება . - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას მოსანახულებლად მივიდა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველს დეტალურად აქვს შესწავლილი გვარამიას საქმეები.
"ჩემი აქ მოსვლის მიზანი არის ის, რომ მოვინახულო პატიმარი, რომლის მიმართაც სახალხო დამცველის შეფასებით ვიტყოდი, რომ დადგა კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, ჩვენ დეტალურად გვაქვს შესწავლილი საქმე, სადაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ვფიქრობთ,რომ ამ საქმეში არა თუ სისხლის სამართლებრივი, არამედ არც საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა ჰქონოდა მსგავს დავას წარმატება." - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press