Foto

18 მაისს, მედიის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას გამართავენ

18 მაისს, მედიის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას გამართავენ. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია მენეჯერებჯ ავრცელებენ.

მათივე თქმით, ძალიან სასიხარულო იქნება თუ პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან.

" გაგვეხარდება თუ შემოგვიერთდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მხარდამჭერები. გაგვეხარდება, რაც მეტი ხალხი გამოუცხადებს სოლიდარობას ნიკას და მედიას. " - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.