პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს,- ასე ეხმიანება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავებას.
როგორც ამერიკელი სენატორი წერს, ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების - მთავარი არხის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის,”- წერს ჯიმ რიში.
ცნობისათვის, 16 მაისს, სასამართლომ “მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press