საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს.
როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის კომპეტენციაა შეიწყალოს პირი, რომელიც არც ქვეყნის კანონმდებლობით და არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს.
"ამის მტკიცებულებები გვაქვს, ამაზე გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრებები და, რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა, რომ თუ პირის მიმართ განაჩენი დადგა იმის გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მან ეს საკითხი განიხილოს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისათვის, 16 მაისს, სასამართლომ “მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press