შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნ ლინდემ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. ეს ქმედება აღნიშნავს სტოკჰოლმის ოფიციალურ ნაბიჯს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისკენ, რაც ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტს დაასრულებს.
პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ამ ნაბიჯს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში ისტორიული ცვლილება უწოდა.
"ძალიან დიდი, ძალიან სერიოზული შეგრძნებაა და თითქოს მივედით დასკვნამდე, რომელიც საუკეთესოა შვედეთისთვის. ჩვენ არ ვიცით რამდენი დრო დასჭირდება, მაგრამ ვიანგარიშებთ, რომ შეიძლება ერთ წლამდე დასჭირდეს. ახლა, ამ კვირაში, ეს განცხადება ფინეთთან ერთად შემოვა დაახლოებით ერთ დღეში, შემდეგ კი მას ნატო განიხილავს“,- განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი კვირას გამოთქვა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press