პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავების გამო,- პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.
"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო.
გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში“,- ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. 
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press